20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

Spiegel-მა ხანგოშვილის მკვლელობამდე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნისგან წერილი მიიღო

- Advertisement -
- Advertisement -

„ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მივიღეთ“, – წერს გერმანული გამოცემა Spiegel-ი.

წერილის ავტორი აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, „მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმა ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს“, – აღნიშნულია Spiegel-ის სტატიაში.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ ხანგოშვილის ოჯახს საქართველოში დღესაც „დიდი საფრთხე“ ემუქრება. სტატიის თანახმად, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის მეუღლეს და ბავშვებს გერმანიაში დარჩენის უფლება 30 ნოემბრამდე აქვთ.

გამოცემის ცნობითვე, თუ ისინი თავშესაფარს არ მიიღებენ, მათ საქართველოში დეპორტაცია ელით. Spiegel-ი რამდენიმე გერმანელ დეპუტატს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში დარჩენის საშუალება უნდა მისცენ.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მოწოდებით გამოდიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების წევრებიც. 

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ამის შესახებ The Wallstreet Journal-მა 11 სექტემბერს დაწერა სტატია.

Wallstreet Journal-ი ასევე წერს, რომ როგორც წესი, რუსეთის საზღვრებს გარეთ მკვლელობები მოსკოვის ფედერალური მთავრობის ან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ იმართება. კრემლში ხანგოშვილის მკვლელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფენ.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით გამვლელმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მალევე ბერლინის პოლიციამ საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა. 

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news