20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

პროექტი – „გაიცანი შენი რეგიონი“ დასრულდა

- Advertisement -
- Advertisement -

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი – „გაიცანი შენი რეგიონი“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება ქალაქის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში გაიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გეგი ლიპარტელიანმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სიგელები გადასცეს. ქალაქის მერმა მათ აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და 20, 21 და 22 სექტემბერს, „რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ ქვემო ქართლის ღირშესანიშნაობები, ჩართულიყვნენ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში და რაც ყველაზე მთავარია, შეეძინათ ახალი მეგობრები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი იდეები, თუ როგორ უნდა განვითარდეს რუსთავი.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, პროექტი ,,გაიცანი შენი რეგიონი“ წარმატებით დასრულდა.

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საინტერესო იდეები და პროექტები ჩვენს ქალაქში, სწორედ თქვენ მიერ იყოს განხორციელებული და ხორცშესხმული. მიხარია, რომ ის დღეები, რაც თქვენ პროექტის მიმდინარეობისას ერთად გაატარეთ, ნაყოფიერი იყო“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას რუსთავის მერმა.

პროექტი „გაიცანი შენი რეგიონი“ ქვემო ქართლის მასშტაბით სამდღიან ტურებს გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები, რომლებიც 11 ნაკადად იყვნენ დაყოფილნი, დმანისის ნაქალაქარს და ბოლნისის სიონს ესტუმრნენ. სამდღიან ლაშქრობებში სამასამდე 15-დან 21 წლამდე რუსთაველი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული პროექტი „გაიცანი შენი რეგიონი“ 13 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news