20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

შს მინისტრის მოადგილე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე – ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 3 თვის წინ, ევროპოლის  არხის მეშვეობით მივიღეთ

- Advertisement -
- Advertisement -

ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით მივიღეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფზე საუბრისას განაცხადა.

ბორცვაძის განცხადებით, ამ საქმით გამოჩნდა, როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა.

„აუცილებელია, აღინიშნოს საერთაშორისო თანამშრომლობა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა, მათ შორის ევროპოლთან, ამ სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დასრულების კუთხით. საქართველო არის ევროპოლის ოპერატიული წევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩვენ ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციას ბოლო 2 წლის მანძილზე და ევროპოლის არხებით ჩვენ ვიღებთ არაერთ ოპერატიულ ინფორმაციას, ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და ეს დანაყოფები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ და პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებენ.

„ამავდროულად, მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ, შესაძლო დანაშაულის მზადების შესახებ და მუდმივად, ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება. ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და პარალელურად, როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

ძალიან სამწუხაროა და მე გარკვეულწილად მიმძიმს ამ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ საუბარი, ვინაიდან მორალურად ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს შეხება გაქვს მსგავს დანაშაულთან, ცივი გონებით შეხედო მსგავსი კატეგორიის ქმედებებს,”- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news