20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

„ის, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ ნიშნავს, რომ მან ეს უნდა გამოიყენოს თვითნებურად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე”

- Advertisement -
- Advertisement -

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ „უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა”.

EMC-ს იურისტი, ანი ნასრაშვილისთვის შეწყალებულ პირთა სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი არის იმ მსჯავრდებულების რაოდენობა, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების განცხადებით მიმართეს და ასეთია 4468 ადამიანი:

„ეს ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულებს აქვთ უკანასკნელი შესაძლებლობა ამ მექანიზმით გარკვეულწილად სამართლიანობას მიაღწიონ და შეწყალების მიზანი არ არის მხოლოდ ხარვეზიანად განხორციელებული მართლმსაჯულების გამოსწორება, არამედ შეიძლება იყოს ისიც, რომ მსჯავრდებული ბოლომდე აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს და თვლის, რომ დაიმსახურა მეორე შანსი. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე მძიმეა მორატორიუმს გამოცხადება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაიძრას პროცესი, რისი მიღწევაც პრეზიდენტს სურს შეწყალების პროცედურის დახვეწასთან დაკავშირებით, რომ მათ ეს იმედიც არ წაერთვათ“.

დღეს კვლავაც მოქმედია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომელიც შეწყალების წესს განსაზღვრავს. ერთ-ერთი უმთავრესი იქ შეწყალების კომისიის შექმნა და მუშაობაა. შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებით ვითარება გართულდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე. ანი ნასრაშვილი იხსენებს:

„დიახ, ეს ბრძანებულება დღემდე არის მოქმედი, თუმცა, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტში პირველივე გამოსვლისას მან [სალომე ზურაბიშვილმა] გამოხატა სურვილი შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული რეფორმის გატარების შესახებ, დაითხოვა შეწყალების მოქმედი კომისია. ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით ცხრა თვე.

ჩვენ პერიოდულად ვინტერესდებოდით, როგორ მიდიოდა შეწყალების რეფორმა და ვითხოვდით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. მათ შორის, მას სურდა, რომ შეწყალების უფლებამოსილება გარკვეულწილად გადაენაწილებინა სხვადასხვა უწყებაზე და ერთ-ერთ წამყვან უწყებად ასახელებდა იუსტიციის სამინისტროს, რომლის ფარგლებშიც უნდა განხილულიყო შეწყალების განცხადებები, თუმცა, დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია როგორ მიდის ეს პროცესი“.

EMC-ს იურისტი ხაზს უსვამს ერთ ასპექტს:

„ის, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, არ ნიშნავს, რომ მან ეს უნდა გამოიყენოს თვითნებურად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ვინაიდან კონსტიტუციური უფლებამოსილებაც გულისხმობს ამ მექანიზმის სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნების გათვალისწინებით გამოყენებას“.

რაც შეეხება შეწყალების ბოლო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, ანი ნასრაშვილი ამბობს:

“საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში არავინ, მათ შორის პრეზიდენტიც, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილი საკითხი, რადგან ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და შესაძლებელია საუბარი იყოს, მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათ შორის. თუ დადასტურდება ინფორმაცია კორუფციასთან, პირად დაინტერესებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიებაც”.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news