ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ...

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალგაზრდებთან ერთად დადოს მომავალი განვითარების პერსპექტივა.

„არსებობს ცნება რომელიც ყველფერზე მაღლაა, პარტიაზე, თითოეულ ჩვენგანზე, ეს ცნება თავისუფლებაა. არსებობს მომენტები ცხოვრებაში, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაფიქრდე, რას ტოვებ უკან.

ეს მომენტი ჩემთვის დადგა 20-ში, როცა ჩვენ ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რომელსაც 30 წელი, სხვადასხვა თაობამ, თითოეულმა თქვენგანმა უზარმაზარი ენერგია სისხლი, შრომა შეალია, აქ ამ შენობაში. ჩვენ ღირსებას ლაფის დასხმა მოუნდომეს, აქ წერია ჩვენი ახალგაზრდა მეგობრებისგან:“ გამოდი გარეთ“, ჰოდა, მე გამოვედი, რადგან თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი ვარგა, არც ქვეყანა, არაფერი ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ მომავალი განვითარების პერსპექტივა, რომელიც არასდროს დადებულა სამწუხაროდ, არ დაადებულა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონდა რაღაც წარმატებები, მაგრამ სულ ვიღაცის წინააღმდეგ გამოვდიოდით, სულ ვიღაცას ვეომებოდით, დიახ, ამას ვაკეთებდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა კონკრეტული მიზანი, სად უნდა წასულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ როცა აქ წერია, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ,იმიტომ რომ ეს ქვეყანა ან მოკლე დროში, ერთ წელში შეძლებს პროგრამის დადებას ან ჩვენ ვართ დიდი პრობლემების წინაშე“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები