ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge აუდიტის სამსახური გამოთქვამს ეჭვს, რომ რუსთაველის ფონდის გრანტით, თსუ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში...

აუდიტის სამსახური გამოთქვამს ეჭვს, რომ რუსთაველის ფონდის გრანტით, თსუ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი არ გახორციელებულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვს გამოთქვამს, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით, თსუ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი არ გახორციელებულა- აუდიტის ჯგუფს პროექტისთვის საჭირო ტექნიკა უხმარ, ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში დახვდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოოაქვეყნა, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად, სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებებზეა საუბარი.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაციის სინდრომი – უწყინარი ეკგ თავისებურება, თუ სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პრედიქტორი“) დაფინანსების მიზნით, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და , ასევე გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება. დაფინანსების მოცულობა 148.6 ათას ლარს შეადგენდა.

საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ამოცანა იყო ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის 20- 45 წლის ასაკის 800 პირის (მათ შორის, სპორტსმენების) შერჩევა მათზე სამედიცინო კვლევების ჩატარების, შედეგების შესწავლის და შემდგომ მეცნიერული დასკვნების გაკეთების მიზნით. თუმცა აუდიტის სამსახურმა აღნიშნული პროექტის ჩატარების მტკიცებულება ვერ აღმოაჩნა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროცედურისთვის საჭირო ტექნიკა, რომლის ჩატარებაზეც პროექტის შესრულების ანგარიშშია საუბარი, შეძენილია 2018 წლის იანვარში და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის იმყოფებოდა უხმარ, ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში.

„არ განხორციელებულა პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული კვლევებისთვის საჭირო ტექნიკის – დეფიბრილატორის შეძენა, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო კვლევების ჩატარების რეალობას,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები