21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

საუდის არაბეთში აშშ სამხედროებს გააგზავნის

- Advertisement -
- Advertisement -

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ცქიტიშვილი თქმით, საქმე ეხება არა შეზღუდვის, არამედ სამუშაო სტანდარტის შემოღებას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.

„რეალურად დაგეგმილი ცვლილება შემზღუდავი არის დამსაქმებლისთვის და არა დასაქმებულისთვის. დასაქმებულს აქვს უფლება, იმუშაოს როგორც უნდა, ხოლო დამსაქმებელი გარკვეულწილად იზღუდება, რომ არ მოახდინონ ექსპლუატაცია და შრომის გამოყენება“, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

პროექტი კვირის განმავლობაში ნორმირებული 40-საათიანი სამუშაო დროისა და 8-საათიანი ზეგანაკვეთურის ამოწურვის შემდეგ, კრძალავს დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ მუშაობას.

„ადამიანის რესურსიც ხო ამოწურვადია, მით უმეტეს მექანიკურ სამუშაოზე. ამიტომ, კანონი და ინსტიტუციები რეალურად დაიცავს მას“, – აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატი იმ შემთხვევის შესახებაც საუბრობს, თუ ადამიანს საკუთარი ნებით სურს მუშაობა.

„ადამიანს შეიძლება არ აწუხებს და 20 საათი შეუძლია, იმუშაოს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, თუ პრობლემა არ იქმნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას ვერავინ დაარეგულირებს.

„ხოლო, თუ პრობლემა დადგა, კანონმა რაღაც სტანდარტი უნდა შექმნას. ნებისმიერი უფლებრივი სტანდარტი რთულად აღსრულებადია, მაგრამ სტანდარტი სახელმწიფომ უნდა შექმნას“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატის თქმით, კანონით ბევრი რამ დღესაც დარეგულირებულია, მაგრამ ისე არის დაწერილი, რომ შესაძლებელია თავის არიდება. „სწორედ ამ გზებს ვკეტავთ და ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს“, – გვეუბნება ცქიტიშვილი და დასძენს: – „იდეა არის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება. ამასთან, პროექტის მომზადება ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარეობს. იმის გამო, რომ პროექტში მოცემულ სხვა საკითხზე ვერ გვიტევენ, რადგან მორალთან წინააღმდეგობაშია, უნდათ, ეს საკითხი დასაქმებულთა თავისუფლების შეზღუდვად მონათლონ. სინამდვილეში ეს დამსაქმებლების შეზღუდვაა, რომ ადამიანთა ექსპლუატაცია არ მოახდინონ“, – ამბობს დეპუტატი.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება 25%-ით უნდა აღემატებოდეს ნორმირებულს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სპეკულაციები და ინტერპრეტაციები დაიწყო მანამ, სანამ დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებდეს.

როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა და პრინციპების დონეზე ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გასულ შაბათ-კვირას განიხილეს.

მსჯელობაში ბიზნესასოციაციები, არასამთავრობო სექტორი და სამთავრობო სტრუქტურები მონაწილეობდნენ. მომავალში განხილვის სხვადასხვა ეტაპი არის დაგეგმილი, მათ შორის, სხვადასხვა თავისა და თემის მიხედვით. როგორც ცქიტიშვილი გვეუბნება, პარლამენტში განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში ჩადებულია საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონმდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორე მხრივ, იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები“, – ბიზნესომბუდსმენის შეფასებას „პირველი არხი“ აქვეყნებს.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news