20.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

- Advertisement -
- Advertisement -

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, მოიხატა სტადიონის მიმდებარედ არსებული კედელი.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა – ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ფეხით სავალი ბილიკები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა – დაირგო მცენარეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით – ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება-ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა.

„მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას I კვარტალში არსებული დიდი სკვერის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ერთი ნაწილი გასულ წელს რეაბილიტირდა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამ ხეივნის ტერიტორიაზე კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელიც საბავშვო-გასართობ მოედნებს, არასტანდარტულ საპარკე ინფრასტრუქტურას, სპორტულ მოედნებს – ფიტნეს ზონას და განახლებულ საკალათბურთო მოედანს მოიცავს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომფორტული და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები, ასევე, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 270 528 ლარს შეადგენს.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news