21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

აკაკი ზოიძე – არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა   – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

აკაკი ზოიძე – არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა  

არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

„რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება. ეს არის და ეს. პარლამენტმა შრომით უსაფრთხოებაზე ორი წლის დაიწყო მუშაობა და მიიღო უკვე ორი კანონი, ასევე გააგრძელებს მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს იცავს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სამუშაო იყოს მაღალანაზღაურებადი, უსაფრთხო და ამავდროულად, არ დავუშვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაცია. ეს არის სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, არ მოხდება ისე, რომ ერთი მხრივ, ბიზნესს ზედმეტი რეგულაცია დაუწესდეს და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა.

„მინდა, ერთი რამ შევპირდე მოსახლეობას, არ დავუშვებთ, რომ ერთის მხრივ ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და სამუშაო ადგილების შექმნას პრობლემა შევუქმნათ და მეორე მხრივ, დავუშვათ მონური შრომის არსებობა. ეს არის პარლამენტის როლი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, პროცესში ჩაერთოს და რეალურად მივიღოთ სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შრომის უსაფრთხოებაში და მივიღეთ და იგივე ბიზნესთან გვქონდა ერთი წლის განმავლობაში ამის თაობაზე კონსულტაცია“, – განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორ სამსახურში მუშაობა იკრძალება.

„სწორედ ეგ არის მცდარი და ტყუილი, ეს აბსოლუტურად არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ რაციონალური, ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე საზღვრები უნდა ჰქონდეს მოთხოვნას, რომელიც დამსაქმებელმა შეუძლია, დაუყენოს დასაქმებულს, ანუ თქვენ ჟურნალისტებს თქვენმა დამსაქმებელმა არ გითხრათ, რომ 72 საათის განმავლობაში ძილის, კვების გარეშე უნდა იმუშაოთ, დაახლოებით ამაზეა საუბარი“, – მიმართა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

ამასთან, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news