21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

მამუკა მდინარაძე – შრომის კოდექსში ცვლილებები ჯერ არ არის ინიცირებული, შესაბამისად, წინასწარ აჟიოტაჟი არასწორია – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

მამუკა მდინარაძე – შრომის კოდექსში ცვლილებები ჯერ არ არის ინიცირებული, შესაბამისად, წინასწარ აჟიოტაჟი არასწორია

აჟიოტაჟი დაიწყო თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით ბუნებაში არ არსებობს, შრომის კოდექსში ცვლილებები არ არის ინიცირებული, – აღნიშნული შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მაშინ, როდესაც პროექტი პარლამენტში წარდგენილი არ არის და საპარლამენტო ფორმატებში არ განხილულა, წინასწარ კრიტიკა არასერიოზულია.

„ჯერჯერობით, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის ინიცირებული, აჟიოტაჟი იმ თემაზე, რომელიც პარლამენტშიც კი არ არის შემოსული, არ არის განხილული ფრაქციაში, არ არის განხილული უმრავლესობაში, კომიტეტზე და საპარლამენტო სხვა ფორმატში, არასწორია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, განხილვების შედეგად, ისეთი კანონმდებლობა შემუშავდება, რომელიც არ დააზიანებს ბიზნესის ინტერესებს და ამავე დროს, დაცული იქნება დასაქმებულის ინტერესებიც.

„ჩვენ ვიმუშავებთ ამ თემაზე და ვეცდებით, არ დავაზიანოთ და პირიქით, ხელი შევუწყოთ ბიზნესის ინტერესებს. არ დავაზიანოთ ამასობაში დასაქმებულის ინტერესი, საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ დაბალანსებულ კანონმდებლობას და კიდევ უფრო დავხვეწთ მას. თუ რომელიმე კონკრეტულ სამუშაო მაგიდაზე დევს ფურცლები,  წინასწარ კრიტიკა ამის, რომელმაც უნდა მიიღოს შემდეგ კანონპროექტის საბოლოო სახე, მგონია, არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news