21.6 C
London
პარასკევი, მაისი 29, 2020

გიგა ბოკერია – ივანიშვილის გუნდი აგრძელებს ქედმაღლურ დამოკიდებულებას, რომ ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ვიზრუნებდით  – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

გიგა ბოკერია – ივანიშვილის გუნდი აგრძელებს ქედმაღლურ დამოკიდებულებას, რომ ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ვიზრუნებდით 

ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ქედმაღლურ დამოკიდებულებას, რომ ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თანაც, ჩვენი ფულით , – აღნიშნული შესახებ  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მაღალი უმუშევრობის პირობებში, სამუშაო საათების შეზღუდვა  ბარიერი გახდება ადამიანებისთვის, თუ როგორ შეინახონ ოჯახები.

„ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ამ ქედმაღლურ, კლასიკურ, ულტრასოციალისტური მე-19 საუკუნის მარქსისტულ დამოკიდებულებას, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თან ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ფულით, ყველას ფულით. ამ გაჭირვების ფონზე, მავნებლური მარქსისტული სისულელეების ნაცვლად, თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მათთვის პირობების გაუმჯობესება უნდათ, გადასახადები დაწიონ; ნაკლები ფული წაართვან მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან, საკუთარი ან ნებისმიერი ბიუროკრატიისთვის. ეს არის „დახმარება“, საკუთარივე ზიანის შემცირება, რადგან საგადასახადო ტვირთი გაიზარდა მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა შენელდა. რეგულაციებმა კიდევ უფრო დაახრჩო ეკონომიკა და ამას საკუთარ თავზე იმკის ყველა მოქალაქე. იგივე შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც რეალურად არის  გადასახადის იძულებით გაზრდა. თუ ადამიანს არ შეუძლია იმდენი იმუშაოს, რამდენიც მას სურს, ბუნებრივია, ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე შეიძლება, ჰქონოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news