20.1 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

- Advertisement -
- Advertisement -

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც პროექტების ბენეფიციარებს შეუძლიათ.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა. როგორც ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000-მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდება ამბულატორიები, განხორციელდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news