• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ

      აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ

      დონალდ ტრამპი - რა აბსურდია, რომ გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა

      დონალდ ტრამპი - რა აბსურდია, რომ გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა

      ნიგერში ჯიჰადისტების თავდასხმას 71 ჯარისკაცი ემსხვერპლა

      ნიგერში ჯიჰადისტების თავდასხმას 71 ჯარისკაცი ემსხვერპლა

      თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

      თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
IMEDI.GE

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

სექტემბერი 23rd, 2019 Imedinews.Ge Imedinews.Ge IMEDI.GE, საზოგადოება

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით
გააზიარე ....
Share with your friends










Submit

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ირმა ნადირაშვილის გამოკითხვა სკანდალური შეწყალებების საქმეზე დასრულდა. გამომძიებლების შემდეგ ნადირაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მას გამომძიებლებთან არ უსაუბრია წყაროს შესახებ, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი.

“გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით წყარო მას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა:

“კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიურო ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე ჩემს წყაროს უთხრეს რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე, შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან იქცევა “პატიოსნად” და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებდა, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს. ამასთან, „იმედის კვირამ“ შეწყალებულ პატიმართა სიაში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც იპოვა, მათ შორის ისეთებიც, ვინც ნარკოტიკების რეალიზების მცდელობისთვის და საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს.

Next article „საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა
Previous article ირანი პრეზიდენტი - აშშ სანქციებს უწესებს ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არიან შავ სიაში, ეს ყველაფერი მათ სასოწარკვეთაზე მეტყველებს - 1TV

Facebook Comments

Imedinews.Ge

Imedinews.Ge

მსგავსი სტატიები

ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა IMEDI.GE
დეკემბერი 12th, 2019

ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი IMEDI.GE
დეკემბერი 12th, 2019

გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი

ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა IMEDI.GE
დეკემბერი 12th, 2019

ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა

ვინ არიან თანასწორობის ჯილდო 2019-ის გამარჯვებულები საზოგადოება
დეკემბერი 12th, 2019

ვინ არიან თანასწორობის ჯილდო 2019-ის გამარჯვებულები

ბაბუას, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა თანასწორობის ჯილდო გადასცეს საზოგადოება
დეკემბერი 12th, 2019

ბაბუას, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა თანასწორობის ჯილდო გადასცეს

აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ

დონალდ ტრამპი - რა აბსურდია, რომ გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

დონალდ ტრამპი - რა აბსურდია, რომ გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა

ნიგერში ჯიჰადისტების თავდასხმას 71 ჯარისკაცი ემსხვერპლა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

ნიგერში ჯიჰადისტების თავდასხმას 71 ჯარისკაცი ემსხვერპლა

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

ბოლო სიახლეები
  • ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა 12/12/2019
  • გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი 12/12/2019
  • ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა 12/12/2019
  • დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა 12/12/2019
  • ვინ არიან თანასწორობის ჯილდო 2019-ის გამარჯვებულები 12/12/2019
  • ბაბუას, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა თანასწორობის ჯილდო გადასცეს 12/12/2019
  • აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ 12/12/2019
  • დონალდ ტრამპი – რა აბსურდია, რომ გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა 12/12/2019
  • ნიგერში ჯიჰადისტების თავდასხმას 71 ჯარისკაცი ემსხვერპლა 12/12/2019
  • თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო 12/12/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (5817)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (2)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 465)
  • IMEDI.GE (7 412)
  • ipn.ge (7 612)
  • newposts.ge (2 246)
  • ON.GE (1 555)
  • Radiotavisupleba.Ge (3 734)
  • Rustavi2.Ge (4 560)
  • ეკონომიკა (1 821)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 099)
  • პოლიტიკა (25 738)
  • საზოგადოება (60 254)
  • სოციალური მედია (4 827)
  • სპორტი (7 781)
  • სხვადასხვა (3 633)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news