სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილში წარმოადგენს

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილში წარმოადგენს

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილის მეორე ნახევარში წარმოადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განუცხადა. 

მისი თქმით, მომხსენებლები, რომლებიც საქართველოში აპრილის პირველ რიცხვებში ჩამოვლენ, ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და გაეცნობიან ვითარებას.

შეხვედრები დაგეგმილია უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან. აუცილებელია, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები იყოს მკაფიო და გართულებები – თავიდან აცილებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი უნდა იყოს დაბალანსებული და პოლიტიკური აღქმისგან სრულად თავისუფალი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს წლებია გრძელდება. მოხარულები, ვართ წვლილი შევიტანოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. მე დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე საქართველოს ახალ პრეზიდენტსაც და ამას აუცილებლად გავაკეთებ საქართველოში ვიზიტის დროს“, – განაცხადა ბუკიკიომ. 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის ევროპაში და მის მიღმა აუცილებელია თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.

„ახალი დემოკრატიების ქვეყნებში ბოლომდე ჯერჯერობით არ არის უზრუნველყოფილი თავისუფალი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. ეს ხანდახან არ არის კანონმდებლობის ბრალი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ეს არის მენტალიტეტის ბრალი. ამას დრო სჭირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა სტრასბურგში და მთხოვა რეკომენდაციების მომზადება მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე. ჩვენ მივიღეთ ეს თხოვნა და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ შესაბამისი დოკუმენტაციაც. გეგმა ასეთი გვაქვს. მომავალ სხდომამდე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, სწრაფ რეჟიმში მოვამზადებთ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო “ქართული ოცნება” რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები