ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცის დაჭრის თვითმხილველი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

0
11

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცის დაჭრის თვითმხილველი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. კერძოდ, თიკო გუდავა, რომელიც ყიფშიძეზე, კლინიკა “დენში” მუშაობს, ჰყვება, რომ როდესაც სროლის ხმა გაიგონა, კლინიკის აივანზე გავიდა და დაინახა, როგორ დაჭრეს ადამიანი. ამის შემდეგ, მან 112-ში დარეკა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

“გავიგე სროლა, გავედი აივანზე, დავინახე, რომ ერთ-ერთ მამაკაცს ეჭირა დანა და ჭრილობას აყენებდა მეორეს. დავრეკე 112-ში და მალევე მოვიდა ბრიგადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს დაჭრილი. დამნაშავე პირის შესახებ არაფერი არ ვიცი”, – განაცხადა თვითმხილველმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ.

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ორი ადამიანის დაჭრასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე, ორი ადამიანი დღეს დაჭრეს. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მეორე კი მსუბუქადაა დაჭრილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.