ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება ტაქსების ტექ.დათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო |

ტაქსების ტექ.დათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო |

ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერება წელიწადში ორჯერაა სავალდებულო. აქამდე არსებული ნორმა მძღოლებს აღნიშნული პროცედურის გავლას მხოლოდ ერთხელ ავალდებულებდა. ცვლილება ძალაში 6 მარტს შევიდა.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ცვლილებით სახელმწიფომ ტაქსები სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრა. შალვა ურიადმყოფელის თქმით, ტაქსების მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, მიკროავტობუსების ან ავტობუსებისთვის, შესაბამისად, ისინიც იმავე რეგულაციას უნდა დაექვემდებარონ, რასაც სხვები – შემოწმდნენ ექვს თვეში ერთხელ.

“ზოგადად, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, როგორიცაა ავტობუსები, M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები, წელიწადში ორჯერ თავიდანვე იყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება [სავალდებულო]. იმის გამო, რომ ეს ტრანსპორტიც, ტაქსიც, ემსახურება მოქალაქეებს, გადაჰყავს მგზავრები და მთელი დღის განმავლობაში, ხანდახან, რამდენიმე საათის მანძილზე უწყვეტადაც გადაადგილდება, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, ასევე დაექვემდებარება ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ. [ასე] ისინი გაუთანაბრდნენ სხვა სამგზავრო ტრანსპორტს”, – აღნიშნავს შალვა ურიადმყოფელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ერთჯერადი ტექნიკური დათვალიერება, ამჟამად, 60 ლარი ღირს. შესაბამისად, ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსის მძღოლებს წელიწადში 120 ლარის გადახდა მოუწევთ.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან, შალვა ურიადმყოფელმა აღნიშნა, რომ მსგავსი კონცულტაციები არ გამართულა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები