14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

დონალდ ტრამპი – არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან

- Advertisement -
- Advertisement -

ეს არის გაიძვერობა და იცით მასში ვინ მონაწილეობს? თქვენისთანა ხალხი და ფეიქ ნიუსის გამავრცელებელი მედია, რომელიც ქვეყანაში არსებობს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ.

ტრამპის გაღიზიანება განსაკუთრებით „როიტერსის“ ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რის გაკეთებას სთხოვდა ის უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებით.

„ჩემი საუბრის თემა უკრაინაში კორუფცია იყო. „არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან. არ მსურს, ადვილად მოსატყუებელი ქვეყანა ვიყოთ,“ – განაცხადა ტრამპმა და ჟურნალისტს მოუწოდა უხეშობას ნუ იჩენდა.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ “დემოკრატებმა” პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა კონგრესის “დემოკრატი” წევრების ვარაუდი იმის შესახებ, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის – ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარია იოვანოვიჩი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩვენებას მისცემენ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news