14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

პროკურორები: ელ ჩაპომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას $1 მილიონი მისცა

- Advertisement -
- Advertisement -

ამერიკელი პროკურორების განცხადებით, ნარკობარონმა ელ ჩაპომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას 1 მილიონი დოლარი მისცა, რომლის გადახდაც ქვეყნის ლიდერებისთვის ქრთამის სახით უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ეს ბრალდება ნიუ-იორკის სასამართლოს სხდომაზე პროკურორებმა წაიკითხეს, სადაც ჰონდურასის პრეზიდენტის ხუან ორლანდო ჰერნანდესის ძმის პროცესი გაიმართა. ხუან ანტონიო ჰერნანდესი ნარკოტიკების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს მაიამიში გასული წლის ნოემბერში დააკავეს.

ჰონდურასის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრალდება “100%-ით ტყუილი, აბსურდი და სასაცილოა”. ხუან ანტონიო “ტონი” ფერნანდეს ოთხი სხვადასხვა ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის აშშ-ში კოკაინის უკანონო იმპორტი და იარაღის დანაშაული. 

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი 17 ივლისს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 

62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. 

ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს, მისი ექსტრადირება აშშ-ში 2017 წელს მოხდა. 

61 წლის ელ ჩაპო მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ხელმძღვანელია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ერთერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება. ის მექსიკაში 2016 წლის იანვარში დააკავეს (მათ შორის მსახიობ შონ პენის ინტერვიუს დახმარებით) და შემდეგ აშშ-ში მისი ექსტრადირება მოხდა. 2019 წლის თებერვალში ის ბრალდების 10-ვე მუხლით, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდაში, იარაღით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news