11.5 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო

- Advertisement -
- Advertisement -

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პირველ ეტაპზე ოთხი მუნიციპალიტეტია შერჩეული.

უწყების ცნობით, ლაგოდეხი პირველია, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება.

ტყის აღრიცხვის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, ასევე საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის სამომავლო ხედვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვიტონთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„ინვენტარიზაციის სამუშაოები საქართველოში 90-იანი წლებიდან არ განხორციელებულა. ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარებით ჩვენ მოვამზადეთ 15 ახალგაზრდა სპეციალისტი, დავამუშავეთ მეთოდოლოგია, შევქმენით ახალი ელექტრონული პროგრამა. განახლებული ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი პარამეტრებით საჭიროა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს სატყეო სამუშაოების სწორი გეგმები. ეს არის მდგრადი მართვის მთავარი წინაპირობა. ლაგოდეხში ჩატარებული ღირებული სამუშაოები წლის ბოლომდე იქნება სრულად გაანალიზებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.

ტყის აღრიცხვის პროცესში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტების დახმარებით, შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, 15 სპეციალისტი გადამზადდა.

„სატყეო პროექტი ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news