23 C
London
შაბათი, მაისი 30, 2020

ვახტანგ მახარობლიშვილი – საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის შეუქცევადი პროცესი – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

ვახტანგ მახარობლიშვილი – საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის შეუქცევადი პროცესი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეხუთედ სტუმრობს, უკვე არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი.

„ეს არის მეხუთე ვიზიტი საბჭოსი, რაც თავისთავად უპრეცედენტოა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ალიანსის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი“, – განაცხადა მახარობლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოს ვიზიტს ბათუმი მასპინძლობს, იმის გათვალისწინებით რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნატო-სა და საქართველოს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდისა და განმტკიცების თვალსაზრისით და ამ საკითხში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მახარობლიშვილის თქმით, საბჭო, როგორც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილბის მიმღები ორგანო ალიანსში, ადგილზე გაეცნობა  მომდინარე სიტუაციას,   საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, ასევე იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„დინამიკა საქართველოსა და ნატო-ს შორის არის უკიდურესად მაღალი და ინტენსიური.  საბჭოს ვიზიტი არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კონტექსტში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის შეუქცევადი პროცესი“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 3-4 ოქტომბერს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news