15.9 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

საქართველოს ელჩი ნატო-ში – ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს

- Advertisement -
- Advertisement -

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს: პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი და წინგადადგმული ნაბიჯი პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ნატო-ში, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 3-4 ოქტომბერს, ბათუმში იმართება.

„პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს აქვს ორი მთავარი განზომილება: ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი და ამავდროულად, პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მასპინძლობისთვის.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. საბორდაჟო ჯგუფები ერთ-ერთი კომპონენტია, ამას გარდა საუბარი არის ინფორმაციის გაცვლაზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასა და ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშრომლობაზე, ნატო-ს საზღვაო ხელმძღვანელობასა და საქართველოში არსებულ სამეთაურო კომპონენტს შორის მჭიდრო კომუნიკაციაზე. ასე რომ, შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან დინამიურად, ეფექტურად და მიზანმიმართულად ხორციელდება”, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა ნატო-ში.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ლონდონის სამიტთან და ამ კონტექსტში არსებულ მოლოდინებთან და მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.

„ცოტა ნაადრევია შედეგებზე საუბარი, რომელიც იქნება ლონდონში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულება მიმდინარეობს ძალიან ეფექტურად, არსებობს კონკრეტული შედეგები, წლის დასაწყისში გამართული წვრთნები, როცა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ კი პაკეტის ფარგლებში შექმნილმა ერთობლივმა წვრთნისა და შეფასების ცენტრმა დამოუკიდებლად დაგეგმა და განახორციელა ეს წვრთნები. ასე რომ, ეს განზომილება აქტიურია. საუბარი იქნება პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ახალი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ქვეყანას თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც ნატო-ში სრულფასოვან გაწევრიანებაში მდგომარეობს”, – განაცხადა მაისურაძემ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news