14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

კრივის მსოფლიო საბჭო პროფესიონალ მოკრივეებს ტოკიო 2020-ში მონაწილეობას უკრძალავს

- Advertisement -
- Advertisement -

კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი WBC-ს გაერთიანებაში მყოფ პროფესიონალ მოკრივეებს აფრთხილებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შემთხვევაში ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.

WBC-ს, რომელიც ოთხიდან ერთ-ერთ პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ათამაშებს, იგივე წესი ჰქონდა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც თავის მხრივ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად დაუშვეს პროფესიონალი მოკრივეები. თუმცა, მაშინ პროფესიონალ მოკრივეებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ და რიოში მხოლოდ სამმა მათგანმა იასპარეზა.

„WBC ოლიმპიურ თამაშებში პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. ოლიმპიური სამოყვარულო კრივი სრულიად განსხვავებულია. ეს არის ორი განსხვავებული სპორტი და ის მეტად სახიფათოა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ რომელიმე პროფესიონალი მოკრივე, მათ შორის ჩემპიონები და ყოფილი ჩემპიონები, მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათ WBC -ს მხრიდან სულ ცოტა ორწლიანი სანქცია დაეკისრებათ“, – განაცხადა მაურისიო სულეიმანმა.

WBC-ს პრეზიდენტის ამგვარი გაფრთხილება მოჰყვა მძიმე წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA), კრივის მსოფლიო ფედერაციის (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამრების მფლობელის მექსიკელი ენდი რუის-უმცროსის განცხადებას, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. ტიტულიანი მოკრივის განცხადებას წინ უძღოდა რუისისადმი მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის შეთავაზება ჩაერთოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news