13.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატს თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პირველად ჩნდება მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მან დეპუტატის მანდატი დატოვა.

ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ, ათგვერდიან წერილს, სადაც ხსნის თუ რას ნიშნავდა ქვეყნისთვის „საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის“ საქართველოში ჩატარება, რომ ოპოზიციურმა ძალამ ასამბლეის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით საკუთარი „რევოლუციური გეგმების“ განსახორციელებლად დაგეგმა“.

ზაქარია ქუცნაშვილი წერილში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს სერგეი გავრილოვს, რუსეთის დუმის დეპუტატსა და ასამბლეის პრეზიდენტს და წერს, რომ მის შესახებ მედიამ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა:

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საზოგადოების გაღიზიანების მიზნით ცრუ ცნობები გაავრცელა ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მიმართ. ის საქართველოში სტუმრობისას არა ასამბლეის პრეზიდენტად, არამედ მხოლოდ რუსეთის დუმის დეპუტატად წარმოადგინეს. სინამდვილეში ის თბილისში ჩამობრძანდა როგორც IAO-ს ანუ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პრეზიდენტი. გავრილოვი და ნებისმიერი სხვა რუსი ეროვნების დეპუტატი საქართველომ კი არ ჩამოიყვანა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, არამედ თავად ასამბლეის საერთაშორისო სამდივნომ, რომელიც გახლავთ ორგანიზატორი და ყველა ასამბლეის სხდომის მომწვევი მხარე.

ტყუილი ახალი ამბების მიხედვით, სერგეი გავრილოვი, ჯერ აფხაზეთში და შემდგომში 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დროს მას საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაურღვევია. სინამდვილეში ის ჯარშიც არ არის ნამყოფი“.

ზაქარია ქუცნაშვილის წერილის თანახმად, მედია მაქსიმალურად შეეცადა ქართული საზოგადოების დამატებით გაღიზიანებას:

„ორი დღის მანძილზე სხვადასხვა სატელეფონო ნომრიდან ურეკავდნენ მოსკოვში, რომ მას ეპასუხა შეკითხვაზე – ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან? ამით „რუსთავი 2“-მა მოახერხა მისი რუსეთის ოფიციალური პოლიტიკის იდენტური პოზიციის ჩვენება და ამ გარემოების გამოყენებით საზოგადოების დამატებითი გაღიზიანება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოფიციალური რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ის თავად არის მათი ე.წ. დამოუკიდებლობის მთავარი შემოქმედი. ზემოთ დასმულ შეკითხვაზე სხვა პასუხის მოლოდინი სხვა არაფერია თუ არა გულუბრყვილობა. იგივე პოზიცია აქვს ჟენევის ფორმატში მონაწილე რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ არც ჟენევის ფორმატში არ უნდა დავსხდეთ მოსალაპარაკებლად იმ რუსებთან, ვინც საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ რუსები წევრის სტატუსით აღდგენით დაბრუნდნენ და იქაც ანალოგიური პოზიცია უკავიათ საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში. ვერ დაასახელებთ ვერცერთ საერთაშორისო თუ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციას, სადაც საქართველო წარმოდგენილია სამთავრობო ან საპარლამენტო დელეგაციით და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის მანქანამ ტყუილი ფაქტების ტირაჟირებით, ბუნებრივია შეძლო საზოგადოების განწყობებში მღელვარების შეტანა“.

ზაქარია ქუცნაშვილი წერილში წერს ერთადერთ შეცდომაზე, რომელიც მან ასამბლეის საქართველოში ორგანიზებისას დაუშვა:

„ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით გენერალური ასამბლეის წარმართვისას საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევა. დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით, ასამბლეა უნდა გაეხსნა და წაეყვანა ბერძენ გენერალურ მდივანს. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ოთხ უცხო ენაზე დაბეჭდილი და ასამბლეის დაწყებამდე გავრცელებული დღის წესრიგი. ბერძენი გენერალური მდივნის მაგივრად ასამბლეა გახსნა და სხდომა წაიყვანა ყველასათვის ნაცნობმა ამავე ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა. სწორედ ამ შემთხვევის გაუთვლელობა მიმაჩნია იმ შეცდომად, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ გამოიყენეს თავისი ძალადობრივი გეგმის განსახორციელებლად. ისინი შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გადაეზარდათ პარლამენტის შენობის შტურმში, ვითომ იქედან რუსი ოკუპანტების გამოსაძევებლად. ამ დროს დაიწყო მათი რევოლუციური გეგმის ამოქმედება, რომლის მიზანი იყო პარლამენტის დაკავებით ხელისუფლების პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგებით“.

წერილის მიწურულს ყოფილი დეპუტატი ასახელებს იმ ორ მიზეზს, რის გამოც პარლამენტარის მანდატი დათმო:

„პირველი იმიტომ, რომ მსურდა ჩემ გადაწყვეტილებას ადამიანების თუნდაც ნაწილის განწყობებზე ემოქმედა და სიმართლის გაუცნობიერებლად მათ რიგებში სიმშვიდე შეეტანა. რადგან მჯერა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი თუ შეძლებს სხვის შეცდომებშიც საკუთარი წვლილი დაინახოს.

მეორე მიზეზი ასევე ადამიანური გახლავთ. არ წარმომიდგენია ნებისმიერ საქმეში ბევრი ვიყოთ და პასუხი მხოლოდ ერთმა აგოს. საქართველოში დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას გადადგომის თაობაზე ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. საპარლამენტო თანამდებობა არ მეკავა, ამიტომ ვერ გადავდგებოდი. ჩემს ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადე და მანდატი დავთმე – ის რაც ხალხმა დროებით მომცა… სიმართლის დათმობას არ ვაპირებ!“

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...
- Advertisement -