15.9 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

ეთიოპიელი კაცი სამშობლოში XVIII საუკუნის გვირგვინს დააბრუნებს

- Advertisement -
- Advertisement -

ნიდერლანდების მთავრობის თანამშრომელი სირაკ ასფოუ, რომელმაც ეთიოპია 1970-იან წლებში რეპრესიების გამო დატოვა, 20 წლის განმავლობაში სახლში უნიკალურ არტეფაქტს – ძველ ეთიოპიურ გვირგვინს ინახავდა. BBC-ის ინფორმაციით, მან გვირგვინის სამშობლოში დაბრუნება ეთიოპიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა.

ასფოუ ეთიოპიიდან ნიდერლანდებში 1978 წელს ჩავიდა, როდესაც მის სამშობლოში „წითელი ტერორი“ – კომუნისტური სამხედრო დიქტატურის მასობრივი რეპრესიები მძვინვარებდა. ევროპაში დამკვიდრების შემდეგ ასფოუ საკუთარ სახლში თანამემამულეებს იფარებდა, რომლებსაც ასევე ეთიოპიის დატოვება მოუხდათ. 1998 წელს ერთ-ერთი სტუმრის ჩანთაში ასფოუმ შემთხვევით ძველებური გვირგვინი დაინახა, რომლებსაც ეთიოპიაში ქრისტიანული ლიტურგიების დროს იყენებენ.

„საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ჩემს სახლს ვიღაც ეთიოპიიდან კულტურული მემკვიდრეობის კონტრაბანდისთვის იყენებდა?“ – ამბობს ასფოუ. მან ივარაუდა, რომ გვირგვინი მოპარულია და სტუმარს გვირგვინი წაართვა.

ასფოუს არ სურდა გვირგვინის ნიდერლანდებისთვის გადაცემა, ვინაიდან შიშობდა, რომ ისინი არტეფაქტს ეთიოპიაში აღარ დააბრუნებდნენ. ეთიოპიის ხელისუფლებისთვის გვირგვინის დაბრუნება კი მას ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო არ სურდა, ვინაიდან რელიკვია შესაძლოა ისევ მოეპარათ. საბოლოოდ მან გვირგვინის შენახვა გადაწყვიტა.

2018 წელს ეთიოპიაში ხელისუფლება შეიცვალა, რის შემდეგაც ასფოუ ნიდერლანდელ არტ-დეტექტივ არტურ ბრენდს დაუკავშირდა, რომელმაც გვირგვინი უსაფრთხო ადგილას გადამალა და ნიდერლანდების პოლიციას არტეფაქტის შესახებ უამბო. ახლა ნიდერლანდების და ეთიოპიის ხელისუფლება გვირგვინის სამშობლოში დაბრუნების პროცესზე მსჯელობენ. ჯერჯერობით უცნობია, სად შეინახება არტეფაქტი – ეკლესიაში, საიდანაც ის მოიპარეს, თუ მუზეუმში. 

რამდენიმე თვის წინ გვირგვინი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა იაკოპო გნიშიმ შეისწავლა და დაადგინა, რომ მსოფლიოში 20-მდე ასეთი გვირგვინი არსებობს. მან იპოვა 1993 წლის ფოტო, რომელზეც ამ გვირგვინს ერთ-ერთი მღვდელმსახური ატარებს. ექსპერტის შეფასებით, არტეფაქტის ღირებულება 40-50 ათასი ევროა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news