18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ადგილობრივ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის

- Advertisement -
- Advertisement -

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ადგილობრივ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვივნენ და ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდენენ, ხოლო სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კონსორციუმის და USAID „ზრდა“ პროექტის წარმომადგენლები ეწვივნენ საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც აქვს თხილის საწარმო. ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შეძენილი დანადგარების მეშვეობით იგი შეძლებს საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას და მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

მათივე ინფომაციით, აღნიშნული საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრანტი გადაეცა 16 ადგილობრივ მცირე მეწარმეს, სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის და საგანმანათლებლო ბიზნეს საქმიანობების მიმართულებით.

„ამასთანავე, ანაკლიის სასწავლო ცენტრში, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსებით საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ მიერ სხვადასხვა საგანში 176 სტუდენტი გადამზადდა (ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა, სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალობა, მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება). აღნიშნულ ღონისძიებაზე სასწავლო ცენტრის 42 კურსდამთავრებულს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტის ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს ანაკლიაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ ქუჩების ახალი ნუმერაცია და საოჯახო ტიპის სასტუმროების სარეკლამო აბრები, რომელიც ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მათ უსასყიდლოდ გადაეცათ.

ცნობისთვის, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news