11.5 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ადვოკატი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2″-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება

- Advertisement -
- Advertisement -

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2″-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.

„ალბათ, კითხვები „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით იქნება, რაც მანამდე ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან ჰქონდათ და რაზეც საუბრობდა „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, როცა სამსახურიდან ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სასაცილოა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით, საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება, ან სარედაქციო პოლიტიკაში რამე შეიცვლება, ძალიან ცდება. გარდა ამისა, პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც, ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს. ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში და იმ დროს, როცა „რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობდა, „რუსთავი2″ იყო ყველაზე წარმატებული ტელევიზია და ეს აისახებოდა, როგორც რეიტინგებზე, ისე სარეკლამო შემოსავლებზე”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ გამოკითხვას სამართალთან კავშირი არ აქვს.

„ამ საქმეზე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი, ახლაგახსნილი “მთავარი არხის” განეიტრალება და მეორე, “რუსთავი2″-ის გაკოტრების დაბრალება. ხელისუფლება შეეცდება, ეს ნიკა გვარამიას დააბრალოს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news