14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ნანუკა ჟორჟოლიანი – პროკურატურა ერთობა – ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გამოსაკითხთა სიაში მე რომ ვერ მოვხვდი

- Advertisement -
- Advertisement -

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გამოსაკითხთა სიაში მე რომ ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს კითხავენ.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიის გამო, ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, გასართობი საქმე აღარ აქვთ და ერთობიან. ნიკა გვარამიას საქმე მაინც სხვაა და გასაგებია, ვიდრე „მთავარი” ეთერში შევიდოდა, თითს გვიქნევდნენ, მაგრამ ჟურნალისტი დაიბარო იმის გამო, რომ მას პრემია გამოუწერეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად დიდ უსაქმურობასთან გვაქვს საქმე. პროკურატურამ ზუსტად იცის, რომ ამით ვერც ნოდარ მელაძეს შეაშინებს, ვერც სხვებს. გაბუნიას და მელაძეს სასაცილოდ არ ჰყოფნით, რომ პრემიების გამო იბარებენ. არ მგონია, რომ ამით ჩვენ ხელს გვიწევდნენ. მგონია, რონ უნდათ მუდმივად “მთავარის” თემა მუსირებდეს. სხვა ლოგიკას არ ექვემდებარება და არაფერში წერია ეს. რომელ ქვეყანაში შეიძლება ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რომ ვინმემ პრემია გამომიწეროს და დაკითხვაზე დამიბარონ. სხვათა შორის, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ მე ვერ მოვხვდი სიაში, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა. ამაზე პროკურატურას პასუხის გაცემა მოუწევს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news