13.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა XXVI კონფერენციაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXVI კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გიორგი მიქაუტაძემ 2018-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა შეაჯამა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოკლედ მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამის შემდეგ კი საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ანგარიშში ასახულ პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა, მათ შორის იყო საქმეთა ნაკადის მართვა, სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დისციპლინური სამართალწარმოება, სასამართლო რეფორმა, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2018 წელს 47 სხდომა ჩატარდა და 310 გადაწყვეტილება მიიღეს, 2019 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე კი 28 სხდომა და 218 გადაწყვეტილება. ასევე, საქართველოს პარლამენტს წარედგინა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება.

დღეის მდგომარეობით პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში 292 მოსამართლეა. მათ შორის არის 188 უვადო, 65 – სამწლიანი ვადით და 39 – ათწლიანი ვადით დანიშნული მოსამართლე.

“2018 წელს დასრულდა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი ერთი კონკურსი, რომლის შედეგადაც იმავე წლის 11 იანვარს თანამდებობაზე განწესდა 34 მოსამართლე, აქედან 15 სკოლის მსმენელი, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 მოქმედი მოსამართლე. 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა მოსამართლეთა შესარჩევი კიდევ ერთი კონკურსის პროცედურა 43 ვაკანტურ ადგილზე, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 25 მაისს თანამდებობაზე განწესდა 32 მოსამართლე, აქედან 3 სკოლის მსმენელი, 2 ყოფილი მოსამართლე, ხოლო 27 მოქმედი მოსამართლე.

საანგარიშო პერიოდში სისტემას 21 ახალი მოსამართლე დაემატა, 45 მოქმედი მოსამართლე კი უვადოდ განწესდა.

2018 წელს გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად 2019 წლის მარტში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა 20 მსმენელი. 2019 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ შერჩევაში მონაწილეობს 91 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულდა და კენჭისყრის ჩატარება იგეგმება უახლოეს მომავალში.

საანაგრიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიხვეწა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო პროგრამა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა განახლებული დავალებებით 2018 წელს ერთხელ, 2019 წელს კი ორჯერ ჩაატარა. დაიხვეწა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი. სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაზუსტდა მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, ასევე დეტალურად გაიწერა, თუ რა ინფორმაციას მოიძიებს საბჭო კონკურსის მიმდინარეობისას.

საქმეთა ნაკადთან უკეთესად გამკლავების მიზნით გასულ წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაფართოვდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კომერციულ საქმეთა განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხა.

საქმეთა ნაკადის შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია მედიაციის განვითარება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაცია სასამართლოს მომხმარებელსა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის.

სასამართლო სისტემის სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შშმ პირებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდას უკავშირდება. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წელს საერთო სასამართლოების ყველა შენობის ინფრასტრუქტურა შეფასდა შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად გამოვლენილია გამოწვევები, რომელთა დასაძლევად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აგრძელებს მუშაობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად დამტკიცებული სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის განხორციელებაზე”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის სტრატეგიის განხორციელებაზე ზრუნვის პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩართული იყო სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ცვლილებების მომზადებაში.

“რეფორმის ფარგლებში მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა, ესენია: ა) იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ბ) საერთო სასამართლოების მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამართალწარმოების ნორმების დახვეწა და გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესების გაუმჯობესება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს 2019 წლის ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ახალი ვებგვერდის ამოქმედება, რომლის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ”,-ნათქვამია ანგარიშში.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news