18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

არჩილ თალაკვაძე – ვემხრობი, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება იარსებებს  – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

არჩილ თალაკვაძე – ვემხრობი, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება იარსებებს 

არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გაცხადებულია თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დაიხვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება პატიმართა შეწყალების საკითხის განხილვა.

„იმ ფონზე, როდესაც პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმი დავნერგეთ ჩვენ, ეს არის დაწესებულებები, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას სახლში მიდიან, ეს არის ელექტრონული პატიმრობა, ეს არის ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია პატიმარს ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება. ვფიქრობ ამ ალტერნატიული მექანიზმების ფონზე თავად შეწყალების მექანიზმის როლი მცირდება მისი დანიშნულება მცირდება. მომავალში ვემხრობი, შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, უნდა მოხდეს რისკების შეფასების ფონზე. არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული. განვაცხადეთ თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დახვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება შეწყალების საკითხის განხილვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების შეშფოთებას იზიარებს ძალიან ბევრი, რადგან არაერთი შეწყალებული ბოლო სამი პრეზიდენტის მიერ და არა მხოლოდ ახლა, არიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები.

„მათი ასე ხელაღებით შეწყალება არის საკმაოდ წინააღმდეგობაში იმ პრინციპებთან, რასაც ჩვენ ვნერგავთ. მედიას ყოველთვის აქვს იმის უფლება, რომ შეისწავლოს თითოეული გადაწყვეტილება, მიუხედავად ეს გადაწყვეტილებები მიღებული იყო ერთი წლის წინ ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ახლა გახდა მსჯელობის საგანი. შეწყალებასთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია არის საზოგადოებასთან საჭირო და მეტი განმარტების გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news