18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

გიორგი კანდელაკი – ლიეტუვას უშიშროება ე.წ. მართლმადიდებლობის ასამბლეაში მონაწილეობას რისკად მიიჩნევს

- Advertisement -
- Advertisement -

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ზაქარია ქუცნაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, ქუცნაშვილი დაჟინებით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა.

„გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გავრილოვი თავად არ უარყოფს იმას, რომ აფხაზეთში ნამდვილად იმყოფებოდა იმ მოვლენების დროს, რომელთა ტრაგიკული თარიღი სულ რამდენიმე დღის წინ მთელმა საქართველომ აღნიშნა. იგი უბრალოდ ამბობს, რომ იქ „ქრისტიანებს ეხმარებოდა.“ გამომდინარე იქიდან, რომ გავრილოვი ასევე იმყოფებოდა სხვადასხვა ცხელ წერტილებში (დნესტრისპირეთში, კოსოვოში, ერაყში სადამ ჰუსეინის მხარდასაჭერად), ომის დროს აფხაზეთში ყოფნა სწორედაც ნიშნავს, რომ იგი ნამდვილად იყო ჩაბმული საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციებში და იმ სისხლისღვრაში, რამაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე დააკარგვინა და რის შედეგადაც აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა. თავმოყვარე სახელმწიფო ახლა გავრილოვის აფხაზეთის ომში გამოძიებით იქნებოდა დაკავებული“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, გამაოგნებელია, რომ ქუცნაშვილი და სულ მცირე ხნის წინ პრემიერი გახარია ჯიუტად იცავენ ამ ე.წ. ასამბლეას, როგორც ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატს.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ლიეტუვას უშიშროების სამსახურის აზრით, ეს „ასამბლეა“ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. მეტიც, ლიეტუვას უშიშროების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვაიდოტას მაჟეიკა ამბობს, რომ ამ ასამბლეაში ლიეტუვას პარლამენტის წევრის მონაწილეობა დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების რისკებთან. სწორედ ამიტომ, ლიეტუვას პარლამენტის გადაწყვეტილებით დაიწყო გამოძიება ქვეყნის პარლამენტის წევრის ირინა როზოვას მიმართ. გამოძიების ინტერესს მათ შორის წარმოადგენს, ხომ არ შევიდა ლიეტუვას სეიმის ეს წევრი კონტაქტში რუსეთის დუმის აპარატის წევრებთან, რომლებიც შესაძლოა, დაკავებული ყოფილიყვნენ ჯაშუშური საქმიანობით“, – აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, იგივეს ამბობს და დასძენს, რომ ეს ფორუმი რუსული პროპაგანდის პლატფორმის ნაწილია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს წევრი ორი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ღიად მიიჩნევს ამ ფორუმში მონაწილეობას რისკ ფაქტორად, მივმართავ სუს-ს კითხვით, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი და გამოკითხა თუ არა „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც ასამბლეის სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას, მათი კონტაქტების შესახებ რუსეთის დუმის იმ წევრებთან, რომლებიც შესაძლოა, ჯაშუშური საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებული. თუკი ამ ფორუმში მონაწილეობა უსაფრთხოების რისკია ლიეტუვას პარლამენტის წევრისთვის, განა ეს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ასე არ არის? ვფიქრობ, სუს-მა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება“, – აღნიშნა კანდელაკმა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news