23 C
London
შაბათი, მაისი 30, 2020

ნოდარ მელაძე – ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა

- Advertisement -
- Advertisement -

ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

როგორც მელაძე აღნიშნავს, გაუთქმელობაზე ხელი მასაც მოაწერინეს და საგამოძიებო უწყების წარმინადგენლებმა სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

„დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვიანიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. რომ გითხრათ, რომ ბევრი რამე ვუთხარი, ვერა, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე: იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმლირებას ახდენდა არხისთვის”, – განაცხადა მელაძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამიას დაჭერით, „მთავარ არხს” ვერ გააჩერებენ.

„დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება: ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, „მთავარი არხის” მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის” მაუწყებლობას. „მთავარი” კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი.

იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელთაც ოდნავ საღი აზრი შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება. როცა ერთ კარს კეტავ, იმ მოტივაციით, რომ ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაჟღერდეს, გაიხსნება სხვა კარი“, – განაცხადა მელაძემ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news