14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ალეკო ელისაშვილმა „მომავლის არმიის” ხედვა წარადგინა

- Advertisement -
- Advertisement -

„სამოქალაქო მოძრაობამ” ექსპერტების ჯგუფთან ერთად შემუშავებული „მომავლის არმიის” ხედვის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს” „სამოქალაქო მოძრაობიდან” აცნობეს, „მომავლის არმიის” ხედვა „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მოძრაობის „თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების” ხელმძღვანელმა პაატა გიგაურმა წარმოადგინეს.

„მომავლის არმიის” ხედვა ორი კომპონენტისგან შედგება – პრობლემების აღწერისა და ამ პრობლემების გრძელვადიანი მოგვარების გზებისგან. 8 მოდულისგან შემდგარი ხედვა თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და ხარჯვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს. ასევე რეფორმების გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო კურატორისა და სამხედრო ომბუდსმენების პოსტების შემოღებას და პარლამენტის მიერ, მათ დამტკიცებას.

„მომავლის არმიის” მიხედვით, თავდაცვის ძალები მხოლოდ ნებაყოფლობითი პრინციპით დაკომპლექტება და სავალდებულო სამსახურზე მორატორიუმი გამოცხადდება. ქვეყნის თავდაცვაში აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეები, მათ შორის შშმ პირები. ხედვა გულისხმობს მსროლელთა კლუბების დაარსებასა და იარაღის ფარული ტარების უფლების დაკანონებას, ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერას და ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაარსებას”, – განაცხადა პრეზენტაციის დროს ალეკო ელისაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ, „სამოქალაქო მოძრაობამ” – „მომავლის არმიის” ხედვა ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, ძირითად პოლიტიკურ სუბიექტსა და ორგანიზაციას გადაუგზავნა.

„სამოქალაქო მოძრაობას” მიაჩნია, რომ თავდაცვის გაძლიერება და არმიის მშენებლობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მიზნით, „სამოქალაქო მოძრაობა” დისკუსიისა და პოზიციის შეჯერებისათვის მზადაა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news