23 C
London
შაბათი, მაისი 30, 2020

დავით გაბაიძე – ქვეყნისათვის საუკეთესო ინვესტორები ჩვენი პედაგოგები არიან

- Advertisement -
- Advertisement -

„ქვეყნისათვის საუკეთესო ინვესტორები ჩვენი პედაგოგები არიან, ვინაიდან ეს არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველაზე კარგი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ქვეყანაში დაბანდდეს. მე მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, განსაკუთრებით იმ თაობის პედაგოგებს, რომლებმაც 90-იანი წლები გამოიარეს და უზრუნველყვეს განათლების უწყვეტობა“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“, მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს უმასპინძლა. მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 35 პედაგოგს სიგელები, თაიგულები და ფულადი ჯილდოები უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა – დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მაია ხაჯიშვილმა გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიამდე ღონისძიების მონაწილე პედაგოგებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ განათლების პროგრამები წარუდგინა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

„მასწავლებელთა პროფესიულ დღეზე წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ტრადიციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. წლის შედეგებით საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც ამჯერად ბათუმიდან -12, ხელვაჩაურიდან – 7, ქობულეთიდან -5, ხულოდან და შუახევიდან 4-4, ხოლო ქედიდან -3 პედაგოგი შეარჩია ჯილდოზე წარსადგენად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news