23 C
London
შაბათი, მაისი 30, 2020

“ძალიან ცუდია თუ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერით მთავარი გაითიშება” – ნოდარ მელაძემ პროკურატურა დატოვა

- Advertisement -
- Advertisement -
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის პროკურატურაში გამოკითხვა დასრულდა.

როგორც მელაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საქმე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული “მთავარის” გენერალური დირექტორი ხელისუფლებამ დაიჭიროს თუმცა, მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ ამით ტელეკომპანიის ჩამოშლა ვერ მოხდება.

“გაუთქმელობაზეც მომაწერინეს ხელი და მითხრეს, რომ ყველამ მოაწერა ხელის, რადგან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები დარჩენილიყო კონფიცენციალურად. საქმე ეხება, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ ჩემთან კითხვები, რომ გითხრათ ბევრი რამე ვუთხარი – ვერა, რადგან რამდნეიმე კითხვა იყო სულ. ეხებოდა მათ შორის რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანზე ბონუსებს და მარტივად გავეცი პასუხი თუ ვინც რამდენად ახერხებდა რეიტინგის აკუმულირებას არხისთვის. მთავარი ამ ყველაფრის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. რაც იქნება ძალიან ცუდი და ფიქრობენ ხელისუფლებაში, რომ თუ დაიჭერენ ნიკას გააჩერებენ მთავარი არხის მაუწყებლობას, ეს ასე არ მოხდება ნიკას ეს თავიდანვე თავად აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას ერთი წუთით არ დაუშვებენ და არხი უფრო მეტად გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი. შოკისმომგვრელი ხომ იყო ის რეიტინგები სრულიად საქართველოსთვის 3 კვირაში და კიდევ უფრო წინ წავალთ. დღეს დღევანდელი პოლიტიკურ დღის რეჟიმს ხომ ქმნის მთავარი და ასე გაგრძელდება. ნიკას დაჭერით მთავარი არ გაითიშება და იქნება ეთერში და იმედი მაქვს ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი გენერალური დირექტორის დაკავება. როდესაც ერთ კარს კეტავ იმ მოტივაციით, რომ აღარ გაჟღერდეს ეთერში ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული კრიტიკული შეფასებები და იხსენება სხვა კარი. ამ ჟურნალსიტებმა ვინც მუშაობენ მთავარზე აჩვენეს, რომ მათ არ სურთ იმუშაონ პროსახელისუფლებო ტელევიზიაში და რუსთავი 2-დან ეს გუნდი არავის არ გამოუყრია ისინი წამოვიდნენ თავად პროტესტის ნიშნად და წავიდნენ მთავარზე, წავიდნენ ფორმულაზე ან წავიდნენ სახლში იმიტომ, რომ არ სურსათ ყოფილიყვნენ ივანიშვილის პრესსამდივნოს წარმომადგენლები. ეს ჟურნალისტები დარჩებიან ასეთივე თავისუფლები და ნიკა გვარამიას დაჭერით ეს რეალობა ვერ შეიცვლება იმიტომ, რომ ამ ჟურნალისტებს აქვთ გათვიცნობიერებულ ისაკუთარი პროფესიული ღირსება და ცხოვრობენ იმ პრინციპით, რომ უკან რომ გამოიხედებიან ერთი წლის შემდეგ იციან, რომ მატი განვლილი გზა უნდა იყოს პროფესიული ერთგულება და არა პარტიული ერთგულება ” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

- Advertisement -
Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news