14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ადვოკატი – ახლა შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ნიკა გვარამიას დააპატიმრებენ და ნოდარ მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით “მთავარი არხი” შეფერხდება

- Advertisement -
- Advertisement -

შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ ნიკა გვარამიას დააპატიმრებენ და ნოდარ მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით “მთავარი არხი” შეფერხდება და არ იმაუწყებლებს ისე, როგორც მაუწყებლობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, საგამოძიებო უწყების მიზანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა.

„დღესდღეობით, პროკურატურა არც ერთ საქმეზე არ მუშაობს გარდა ამ საქმისა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი მიზანია, გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა, რათა მოხდეს “მთავარი არხის” განეიტრალება.

შეგვიძლია პარალელები გაგავლოთ, მაგალითად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ გაუპატიურების მცდელობა იყო. ხუთი დღეა გასული, რაც ეს ინფორმაცია ცნობილია და არანაირი რეაგირება არ მომხდარა. რაღაც სახელმწიფო უწყებებიდან, რომელიღაც სახელმწიფო კომპანიებში, დიდი პრემიებია აღებული, არანაირი რეაგირება არ მომხდარა და კერძო კომპანიაში ამ საკითხებით რომ ინტერესდება პროკურატურა, რომელთანაც წესით არანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს, ეს აჩენს ერთადერთი ეჭვის საფუძველს, რომ რეალურად პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს “მთავარი არხის” განეიტრალება”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა იმ საკითხს, ნოდარ მელაძე მუშაობის პერიოდში იღებდა თუ არა ბონუსებს.

რაც შეეხება იმას, თუ პროკურატურის მიზანი ნიკა გვარამის დაპატიმრებაა, რატომ არ მოითხოვეს სასამართლოზე ეს, ადვოკატი პასუხობს, რომ შესაძლოა, პროკურატურისთვის მიცემული დავალებები იცვლებოდეს.

“გამორიცხული არ არის, რომ პროკურატურისთვის გაცემული დავალებები დროდადრო იცვლებოდეს და თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ გირაოს თუ შეუფარდებდნენ, ამით “მთავარი არხი” ეთერში არ გავიდოდა, ნახეს რომ ამან არ იმუშავა. ახლა შეიძლება ფიქრობენ, რომ თუ დააპატიმრებენ და მელაძეს დაკითხვაზე ატარებენ, ამით “მთავარი არხი” შეფერხდება და არ იმაუწყებლებს ისე, როგორც მაიწყებლობს, თუმცა, ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომც გააკეთონ, “მთავარი არხი” მაინც გააგრძელებს იგივე რეჟიმში მაუწყებლობას და ექნება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news