15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ამ პროცესის მიზანი გვარამიას დაკავებაა – მელაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ |

- Advertisement -
- Advertisement -

ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე  აცხადებს, რომ მასაც გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი პროკურატურაში, სადაც 5 ოქტომბერს მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

პროკურატურაში ნოდარ მელაძე დაახლოებით 11.30 საათზე მივიდა, გამოკითხვა კი ორ საათს გაგრძელდა.  პროკურატურიდან გამოსული მელაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, ამ პროცესის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავებაა.

“გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი მეც.  დავინტერესდი, რატომ უნდა მომეწერა ხელი და მიპასუხეს, რომ ასე მოაწერინეს ყველას, რადგან თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალები დარჩენილიყო კონფიდენციალურად. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ჰქონდათ ჩემთან კითხვები. 

რამდენიმე კითხვა იყო სულ, ეხებოდა მათ შორის იმას, რა პრინციპით გასცემდა ადამიანებზე ნიკა გვარამია ბონუსებს და ვუპასუხე, რომ იმ პრინციპით, თუ ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახდენდა არხისთვის”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ და დასძინა, რომ მისი აზრით პროცესის მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას მალე დაკავებაა:

“მთავარი განცდა, რაც ამ ორი დღის მანძილზე განვითარებული მოვლენებიდან მრჩება, არის ის, რომ ამ პროცესის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. რაც იქნება ძალიან ცუდი. სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ნიკას დაჭერით გააჩერებენ მთავარი არხის მაუწყებლობას. ეს ასე არ მოხდება. ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთით არ გააჩერებენ მაუწყებლობას”, – აცხადებს მელაძე. 

ნოდარ მელაძე პროკურატურაში ე.წ ინტერმედიის საქმეზე გამოკითხე. ამ საქმეზე  რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი  აქვს წარდგენილი.

მოკლედ:

  • პროკურატურამ 2019 წლის 9 აგვისტოს ბრალი წარუდგინა რუსთავი 2-ის ყოფილ გენერულ დირექტორს ნიკა გვარამიას.
  • გამოძიება გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს ნიშნავს  საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • გამოძიების მტკიცებით,  ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა” ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
  • გვარამია წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
  • 2019 წლის 11 აგვისტოს სასამართლომ გვარამიას აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, მას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლა პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.
  • 2019 წლის ოქტომბერში ამ საქმეზე გამოკითვაზე დაიბარეს “რუსთავი 2 -ის” ყოფილი პროდიუსერი და ამჟამად ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ზაალ უდუმაშვილი, რუსთავი -ის ყოფილი წამყვანი, რომელიც ამჟამად ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია.

არ მეშინია – ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news