18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს

- Advertisement -
- Advertisement -

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს. ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე იმართება. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდია წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა გახსნა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ „თელავინოს“ მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტ მონაწილესა და სტუმარს იზიდავს. ხატია წილოსანმა წარმატებები უსურვა დამწყებ მეღვინეებს და ფესტივალზე სტუმრობისთვის ლიეტუვას დელეგაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„კახეთი ქართული მეღვინეობის ისტორიული და უძველესი რეგიონია. ტრადიციულად, რთველის მიწურულს, რეგიონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი არაერთ მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის „თელავინო“ იმართება. მოხარული ვარ, რომ ასეთი ფესტივალების მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წელს არსებული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველი წარმატებულია. ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი, რაც თითქმის უტოლდება შარშანდელ, რეკორდულ მაჩვენებელს. კახეთში რთველი ჯერ კიდევ გრძელდება და გადამუშავებული ყურძნის საბოლოო მაჩვენებლები, შესაძლოა ბევრად შთამბეჭდავი იყოს“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კახეთის მეღვინეთა გილდიის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნერობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.

„ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ღვინო, ჭაჭა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სამელი, დაესწრონ იმპროვიზირებულ წარმოდგენებსა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია რთველის ტრადიციებსა და მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპოზიციები, ეწყობა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიამ 2014 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მერიაც.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო. 2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით – „ღვინობისთვე“ უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშება.

ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, ღვინის ფესტივალები ასევე გაიმართება თბილისში, მარნეულსა და გურჯაანში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news