14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

კახა კალაძე ოცნების დეპუტატის სექსუალურ ძალადობაზე კითხვას იუმორით უპასუხა

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე თქვა, რომ “წარმოუდგენელია, ილია ჯიშკარიანს ეგეთი რაღაც ჩაედინა”. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე ისაუბრა. მერმა On.ge-ს ჟურნალისტის კითხვას დასაწყისში იუმორით და ღიმილით უპასუხა და თქვა, “მერიის ოპერატორსაც აბრალებდნენ…” მითითების შემდეგ, რომ სერიოზული პასუხი გაეცა, კახა კალაძემ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს.

“ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, დაველოდოთ გამოძიება. ამას სჭირდება მტკიცებულებები”, — ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, თუ დანაშაული დადასტურდა, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუწყდება.

დეპუტატს დაუკავშირდა TV პირველის ჟურნალისტი, თუმცა ილია ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ “შეუძლოდაა და ვერაფერს იტყვის”.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news