ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge კახა კალაძეს რამდენიმე აქტივისტი პლაკატით „კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“ დახვდა

კახა კალაძეს რამდენიმე აქტივისტი პლაკატით „კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“ დახვდა

თბილისის მერს კახა კალაძეს ორბელიანის მოედანზე რამდენიმე აქტივისტი პლაკატით დახვდა წარწერით “კახი, გადაგვირჩინე ანას ბაღი“. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანას ბაღს საფრთხე არ ემუქრება და ბაღში კორპუსის მშენებლობა დაგეგმილი არ არის. “არანაირი პრობლემა არ აქვს ანას ბაღს. ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თითქოს სკვერში ხდება კორპუსის მშენებლობა. სკვერთან კონკრეტულ მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის 2016 წელს გაცემული ნებართვა, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს”,- განაცხადა კალაძემ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები