14.5 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ზუგდიდის მერმა 61 პედაგოგი დააჯილდოვა

- Advertisement -
- Advertisement -

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებლის, წლის საუკეთესო დირექტორის და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან, კონსტანტინე კაკავასთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

„მინდა თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ პროფესიული დღე და მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის. თქვენ განსაკუთრებულ შრომას დებთ ქვეყნის ნათელ და წარმატებულ მომავალში. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა და თქვენი პროფესიული დღის აღნიშვნა. გისურვებთ ღირსეული თაობის აღგეზარდას ქვეყნისთვის და მომავალში წარმატებულ საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეოთხე წელია საჯარო სკოლების წარმატებულ მასწვალებლებს აჯილდოვებს.

დღეს, მერიამ სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგს, ხოლო საგნობრივ ჯგუფში 9 მასწავლებელს 500- 500 ლარი გადასცა. განსაკუთრებული წვლილისთვის სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა მებონიას ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა.

წლის საუკეთესო მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცხრა საგნობრივი ჯგუფიდან შეირჩა. პროექტი სკოლაში სწავლების შედეგების გაუმჯობესებას, სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებაა, ხოლო მხარდამჭერი ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრია.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news