18.4 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

პრემიერმინისტრი შეწყალების საკითხზე კანონის ცვლილებას ემხრობა

- Advertisement -
- Advertisement -

საქრთველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს, -ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საქუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხს, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

„რადიო თავისუფლება“ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა სიის შესახებ ვრცელს სტატია გამოაქვეყნა. 

როგორც ირკვევა, 2018 წლიდან 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა შორის არის პირი, რომელიც 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გაასამართლეს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ამასთან, 2018 წლის 17 დეკემბრიდან – 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა სხვა დანაშაულებია: ქურდობა, თაღლითობა, ძარცვა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ყალბი დოკუმენტის დამზადება, სამსახურებრივი გულგრილობა, უკანონო თევზჭერა.

რაც შეეხება 2019 წლის 27 აგვისტოს შეწყალებულ ადამიანებს, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვის არის გასამართლებული, 1 კი განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში. შეწყალებულების სხვა დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ქრთამის მიცემა, ქრთამის აღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა. 

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილმა მკვლელები შეიწყალა უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, შემდეგ კი შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს ანგი ხუციშვილი და დიმიტრი გაბუნია უწყებაში ხელმეორედ დაიბარეს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news