15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

ადვოკატი: პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებას ცდილობს

- Advertisement -
- Advertisement -

 ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლები საპროცესო მოქმედებებს კვლავ ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვით განაგრძობენ. ამჯერად გამოძიების შეკითხვებს, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე პასუხობს. დღესვე გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიაც. 

„ფრონტის ხაზზეც ვმდგარვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია, იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება, – განაცხადა პროკურატურაში შესვლის წინ ამჟამად „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ. მას გამოძიების პროცესი მასკარადს აგონებს, რომლის მიზანს ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის დაშინება და დისკომფორტის შექმნა წარმოადგენს.

ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2″-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. „ამ საქმეზე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ.. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს: ერთი, ახლაგახსნილი „მთავარი არხის” განეიტრალება და მეორე, „რუსთავი 2-ის” გაკოტრების დაბრალება ნიკა გვარამიასთვის”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ: რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს.

აღნიშნული გამოძების ფარგლებში, მოწმეთა სახით ჩვენებები უკვე მისცეს ტელეკომპანია „ფორმულას” დირექტორმა ვახტანგ გუმბერიძემ და მისმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, ასევე „რუსთავი 2-ის” ყოფილმა წამყანმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news