ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ

პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

„თბილისობა 2019” ცოტა განსხვავებულია. შერჩეული გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა წარმოდგენა იხილონ და გაერთონ. ეს ლოკაციებია: ორბელიანის განახლებული მოედანი, რომელიც ულამაზესია. ასევე, რიყის პარკი და ლეღვთახევი. სამივეგან, ორი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მინდა, თბილისელებს ეს დღე მივულოცო. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ქუჩებში არა მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებლები არიან გამოსული, არამედ ჩამოსული არიან რეგიონებიდან, ჩამოტანილი აქვთ თავიანთი ნობათი. აქ არიან უცხოელი ტურისტები. ყველას გილოცავთ და მინდა, რომ სულ წარმატებები და ღიმილიანი სახეები გისურვოთ, ბედნიერი ყოფილიყავით და თქვენს ოჯახებში კეთილდღეობა გქონოდეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას გისურვებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნის გარდა, დილიდან, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, დღეს და ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“, მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი და პროექტი „გვიდირიჟორე“; მოწყობილია ქართული ფილმის და მუსიკის, ასევე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები.

დღესვე, 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“, რომელიც კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

„თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები