ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE პაკისტანში აშშ-ის და „თალიბანის“ წარმომადგენლების შეხვედრა შედგა

პაკისტანში აშშ-ის და „თალიბანის“ წარმომადგენლების შეხვედრა შედგა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადე პაკისტანში „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა 3 ოქტომბერს, ისლამაბადში გაიმართა. სხვა დეტალები უცნობია. ეს პირველი მსგავსი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს „მკვდარი“ უწოდა. თუმცა აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაჯგუფებასა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები არ განახლებულა.

„თალიბანის“ დელეგაცია პაკისტანში ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ჩავიდა, რომლებზეც პაკისტანში მცხოვრები 1,5 მილიონი ავღანელი ლტოლვილის საკითხი განიხილა.

მოლაპარაკებები აშშ-სა და „თალიბანს“ შორის 9 თვე მიმდინარეობდა. ტრამპი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ქაბულში მოძრაობის მიერ განხორციელებული ტერაქტის გამო შეცვალა, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები