18.1 C
London
ოთხშაბათი, ივნისი 3, 2020

ლევან ვასაძე – სადაც ჩვენ შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და ხმამაღლა მოვუწოდებთ სეანსის დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოჩვენება

- Advertisement -
- Advertisement -

ძალიან გთხოვთ ნუ გალახავთ ნურავის. უბრალოდ შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღთან“ შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებიც კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლას აპირებენ.

სამოქმედო გეგმაზე საუბრამდე ვასაძემ თბილისში ჩატარებულ „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ გამოსულ კაც მოდელებს მიმართა: „მაღალ ქუსლებზე გამოუყვანიათ „მერსედესის ფეშენ ვიქზე“. მინდა მივმართო მათ აქედან, რას გავხართ თქვე ქაჯებო, როგორ არ გრცხვენიათ თქვე ბანძებო?“.

რაც შეეხება ვასაძის გეგმებს, მან მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ ძალადობისგან თავი შეიკავონ. ვასაძე აცხადებს, რომ თითოეულ დარბაზში, სადაც შევლენ, დადგებიან ეკრანის წინ და ხმამაღლა მოუწოდებენ სეანსის დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოჩვენება.

„მალე დაიწყება სეანსი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ჩავშლით. მინდა მოგახსენოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა. უამრავი ადამიანი მოდის მთელი საქართველოდან. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ არ იყოს ძალადობა. ძალიან გთხოვთ, თითოეულ ჩვენს თანამოაზრეს, რომ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობიანად. უბრალოდ მივიდეთ, თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, რომლებიც არ შეგვიშვებს, გავწიოთ. მივაწვეთ მათ და გავწიოთ ისინი გვერდზე. პოლიციელები, რომლებსაც შეეშინდებათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და რომლებიც იძულებულები იქნებიან, რომ ჩვენ გვირტყან, ჩვენზე იძალადონ, არ არიან ჩვენი მტრები, არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი, რომლებიც შეიძლება იმ დარბაზში დასხდნენ, არ არიან ჩვენი მტრები. ჩვენი მტერია ის იდეოლოგია, რომელიც ასეთ ჩვენებებს უშვებს საქართველოში ,“-განაცხადა ვასაძემ.

ვასაძე აცხადებს, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებზე იძალადებს, პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„ჩვენი მიზანი არ იქნება იმ ადამიანების ცემა-ტყეპა. მათ ხელიც რომ დაგარტყან თქვენ, მოგაყენონ შეურაცხყოფა, გითხრან ბილეთი მაქვს ნაყიდი და შენ რა უფლება გაქვს, რომ შენი ქვეყნის ტრადიციას იცავო, ძალიან გთხოვთ, ნუ გალახავთ ნურავის და რამდენადაც შეძლებთ არ შეუბრუნოთ ხელი. უბრალოდ შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები თითოეულ დარბაზში. სადაც ჩვენ შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და ხმამაღლა მოვუწოდებთ სეანსის დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოჩვენება. შევალთ საოპერატოროებში და ყოველგვარი ტექნიკის დაზიანების გარეშე დავაჭერთ ღილაკს ხელს და გავთიშავთ ფილმის ჩვენებას. თუ ამაში ხელს შეგვიშლიან და ჩვენზე იძალადებენ, იცოდნენ, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვა ჩვენს მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ვასაძემ.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news