“შსს არ რეაგირებს გამიზნულად თავდასხმებზე, რომელიც ხდება მთავარის ჟურნალისტებზე”- ნოდარ მელაძე

0
16
კინოთეატრ “ამირანთან” შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, “მთავარი არხის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის.

“მთავარის” ჟურნალისტები, თამარ ბაღაშვილი, ქეთა ციცქიშვილი და მათია ტრაპაიძე ჰომოფობიური ჯგუფის წევრებისა თავდასხმის ობიექტები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ გახდნენ.

თამარ ბაღაშვილმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს რეაგირების თხოვნით არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.

შს თანამშრომლების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე:

“შსს არ რეაგირებს გამიზნულად თავდასხმებზე, რომელიც ხდება მთავარის ჟურნალისტებზე !!!”- წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს.