რუსეთს მართავს KGB-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც მეზობელი ქვეყნების ოკუპაციითაა დაკავებული – მაიკ პომპეო

0
6

“ნატო საჭიროებს ცვლილებებსა და გაფართოებას”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ნატო უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს. ბერლინში გამოსვლისას მისი თქმით, უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ალიანსის ფუნქცია დღეს ყველაზე დიდია მისი არსებობის ისტორიაში. ინფორმაციას აქვეყნებს REUTERS-ი.

„ალიანსის დაარსებიდან 70 წლის შემდეგ ორგანიზაცია საჭიროებს გაზრდას და ცვლილებას. ის უნდა მიესადაგებოდეს დღევანდელ რეალობას და წინააღმდეგობას უწევდეს ამჟამინდელ გამოწვევებს“.

„თუ ერებს მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოება მოიპოვონ ნატოსთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების გარეშე, თუ ისინი არ შეასრულებენ თავიან უფლება-მოვალეობებს, არსებობს რისკი რომ ნატო ჩამოყალიბდეს არაეფექტურ და მოძველებულ ალიანსად“.

გენერალური მდივნის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას პარტნიორი ქვეყნები და ის მონაპოვარი შეინარჩუნონ, რაც მიიღეს 1989 წლის ბრძოლის შედეგად. პომპეომ რუსეთს უწოდა ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი KGB-ს ყოფილი ოფიცერია, რომელიც დაკავებულია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით და პოლიტიკური ოპონენტების დამონებით.