რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნო

0
13
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმაც აღიარა.

ქაიროში გამართული წირვის დროს, მან უკრაინის ეკლესიის მეთაური ეპიფანე სხვა მართლმდიდებელ პატრიარქთა შორის მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიის პატრიაქრზე დიდ ზეწოლას ახდენდა რუსული ეკლესია. პატრიარქი თეოდორი ამ დრომდე მომლოდინე პოზიციას იკავებდა, საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს აზრი ამის თაობაზე, თუმცა მისი გარემოცვა ყოველთვის აფიქსირებდა უკარინის ეკლესიის მხარდაჭერას.

მიუხედავად ამისა, ალექსანდრიის პატრიარქი არ შეუშინდა ზეწოლას და უკრაინელი პატრიარქი სხვა ქვეყნების პატრიარქების შორის მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ წირვის დროს, რომელსაც ამა თუ იმ ეკლესიის პატრიარქი ატარებს, მხოლოდ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მამამთავარების სახელები მოიხსენიება.

წყარო: orthodoxtimes.com