14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი მიიღო – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი მიიღო

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი მიიღო. კიევი მოსკოვს სეპარატისტების შეიარაღების მიწოდებასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

ამგვარად, სასამართლომ უარყო რუსეთის აპელაცია, რომელშიც მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ტერორიზმის დაფინანსებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციების გამოყენებაზე მსჯელობა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის.

მოსკოვი აცხადებდა, რომ უკრაინულ მხარეს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კიევს ​უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კრიზისის გადაჭრა უნდა ეცადა. თუმცა, ჰააგის სასამართლოში მიიჩნიეს, რომ უკრაინამ „დონბასში კრიზისის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯები უკვე გადადგა“ და ამან შედეგი არ გამოიღო.

უკრაინის სარჩელში ნათქვამია, რომ 2014 წლის შემდეგ რუსეთი უკრაინის საქმეებში ერეოდა, აფინანსებდა ტერორისტულ აქტებს და არღვევდა უკრაინის მილიონობით მოქალაქის უფლებებს.

ამასთან, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიით დაარღვია გაერო-ს წესდება და უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი სამხედრო ძალით დაიკავა.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news