14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ბათუმის კინოთეატრთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ

- Advertisement -
- Advertisement -

ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ “ამირანში” პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით შევიდნენ მაყურებლები, რომლებიც მანამდე ამას ვერ ახერხებდნენ. „ამირანში“ 19:30 საათისთვის იყო დაგეგმილი პრემიერა შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმისა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ფილმის ჩვენება “ამირანში” რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.

„ამირანში“ შესვლა გაუჭირდა მაყურებელთა ნაწილს და მათ შორის იყო სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი. მისი თქმით, შეუძლებელი იყო კინოთეატრის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდან შესვლაც მას პოლიციამ ურჩია.

„მე ვარ ბილეთიანი, რომელიც წრეებს არტყამს ფილარმონიას უკვე დაახლოებით 20 წუთია… პოლიცია გაყინული სახით მეუბნება – იქიდან, იქიდან შედიო … და ახლა მოვედი იქ, საითკენაც მიმითითეს… ასე აღმომაჩინეს კონტრაქციის მხარეს ამ უსაფრთხოების დაცვის პროცესში და მართლა მაინტერესებს, ეს სამი რიგი პატრული რომ ჰყავთ ჩაყენებული, რას იცავენ? კინოთეატრის შენობას იცავენ? მე უკვე უნდა ვიყო სეანსზე შესული და უნდა ვუყურებდე ფილმს და მე არ მიშვებენ, რომ შევიდე“, – განაცხადა სალომე ბარკერმა.

7 ნოემბერს „ამირანი“ მაყურებელს ურჩევდა, უსაფრთხოების მიზნით, კინოთეატრში სეანსის დაწყების დროზე ადრე მისულიყვნენ.

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, – აღნიშნულია „ამირანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილე რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, გაეთავისუფლებინათ კინოთეატრის შესასვლელი და გაეტარებინათ ფილმის სანახავად მისული ადამიანები.

ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს წინააღმდეგობა არ შეხვდა სხვა კინოთეატრებში. როგორც “cavea”-ს კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელმა, მაია სიხარულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფილმის ჩვენება ყველგან დროულად დაიწყო.

რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. ისინი კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევასა და შენობაში შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ. ამ ეტაპზე ვითარება შედარებით განიმუხტა.

ქართულ-შვედურ ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად. ფილმის ჩვენების ჩაშლის ძალადობრივ გეგმას ისინი ბოლო დღეებში აქტიურად ახმოვანებდნენ.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზაცია შეიმჩნეოდა.

ლევან აკინის ფილმის („და ჩვენ ვიცეკვეთ“) ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში – 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

- Advertisement -
Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news